შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მარტოობა

აქ, ირგვლივ, ყველგან მარტოობაა.
სული აღმოჩნდა ცარიელ ტყეში.
არ ჩანს სიცოცხლე და არც - სიკვდილი.
მხოლოდ უფერო მარტოობაა.

აქ ერთ შემთხვევით არჩეულ დღეში
უნდა მიაგნოს ტყიდან გასასვლელს.
და სიბნელის და სიცივის ტყეში
ეს დღეც სხვა დღეთა სევდას დაანთებს.

სული ხეტიალს მაინც ვერ იშლის;
და ყინვით იწვის; უნდა, წავიდეს.
აქ, სიცივის და სიბნელის ტყეში
ის არის მხოლოდ და - მარტოობა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →