შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენც

ჩვენ დავრჩით მარტო, ერთად აღმოვჩნდით.
შენ შეგეშინდა ჩემი.
ჩემ თვალში მეტად ბავშვი გამოჩნდი
და უფრო შემიყვარდი.
გითხარი, სხვაგან შენ ვერსად წახვალ,
ასე უნებია ღმერთს.
ჩემთვის ეს დიდი საჩუქარია,
შენთვის არ ვიცი ჯერ.
შენ სხვას ფიქრობდი, რომ არ მიცნობდი,
სულ სხვა გეგონე მე;
თანდათან შიში სითბომ შეცვალა
და შენ შემეჩვიე.
დამიახლოვდი, ფიქრობდი ჩემზე,
მეტის გაგება გსურდა.
მე მიხაროდა, მიყვარდი - ცა, მზე...
ყოველი წამი მსურდა.
უეცრად, ისევ სხვებში აღმოვჩნდით.
სად არის ცის ვარდი?...
აქ არის! მე კვლავ შენში გამოვჩნდი.
და შენ გიყვარდი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →