შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

იოანე

ცრემლის წვეთი მოწყდა ოკეანეს.
ირგვლივ იყო სიბნელე და დაცდა.
და დაეცა წვეთი იოანეს.
პოეზიის სიხარული გაჩნდა.

სად სიკვდილის უეცარი განცდა,
როგორც წამი გაყინული, დადგა,
იქ პოეტის გრძნობა სიტყვად გაჩნდა.
გული იყო საშობაო ბაგა.

გულმა სისხლი გამოჟონა უხვად,
იოანე დაავადდა ლექსით.
სინამდვილე იდგა სადღაც უქმად
და პოეტი წყალს აწვდიდა პეშვით.

იოანე იყო ყველა სიტყვა,
რაც კი თქმულა პოეზიის სულით.
და მოირწყა ცრემლით დედამიწა,
გადაღლილი სიმწრითა და ურვით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →