შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თვით მე

მე მეტს მიველტვი სიღრმეს.
აქ შენ ვერ გხედავ.
აქ არის ერთი ვინმე.
ეს ვინმე მე ვარ.

მე ვარ უფსკრული და შენ მხოლოდ
ზედაპირს ხედავ.
არ არის რთული, საბოლოოდ
მივეცე სევდას.

მაგრამ მე ბოლოს მარტოობას
ავირჩევ, ვბედავ.
და ამ უფსკრულში სათნოებას
ვხედავ და ვხედავ.

აქ არის ერთი სიღრმე.
სხვა ზღვას ვერ ვხედავ.
მიმზერ და შენ ხარ თვით მე
და მე შენ გბედავ.

თვითება უფსკრულს იტევს.
ვხედავ და ვხედავ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →