შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სპეტაკი სამოსელი

ზეგრძნობად სფეროს, სულიერს და მარადის წმინდას
თან ვატარებდე გამუდმებით, ო, როგორ მინდა!
რადგან სურვილნი განწირულნი ჩემში სუფევენ,
გონების მიერ დაჩაგრულნი სევდას იწვევენ...
იწვევენ ტკივილს გამოუთქმელს, შფოთვას და ღელვას.
თუ მათ დავყევი, მაშინ ველი მუდმივად ელდას,
და თუ გავექეც, ვერ ვშორდები კაეშანს, სევდას...
წმინდა, სპეტაკი სამოსელი მინდა, რომ მეცვას...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →