შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თუ არ იქნები ამდენად შორს

წუხელ უჩვეულოდ დამეძინა.
შენი გაზაფხული დავინახე;
შენ კი ჩემ ფიქრებზე გაგეცინა,
მე კვლავ შენი გული დავისახე

მიზნად. ეს ოცნება არ ივარგებს,
თუ შენ კვლავ იქნები ამდენად შორს.
ცაზე ცისარტყელა გაიხარებს,
მისი სილამაზე ჩვენ დაგვათოვს

თუ შენ არ იქნები ამდენად შორს.
თუ შენ არ იქნები ამდენად შორს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →