შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წავედი სხვაგან

წავედი სხვაგან,
აღარ ჩანს სივრცე.
ოცნების საგანს
მე თავი მივეც.

იყო სიზმარი
და სამი წამი.
რაღაც მითხარი,
მე ვერ გიცანი.

მე ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ.
ახლა სხვაგან ვარ,
ღმერთო, დამიცავ..

ოცნების საგანს
მე თავი მივეც.
წავედი სხვაგან,
აღარ ჩანს სივრცე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →