შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ბუნდოვანი გზა

სამშობლოზე ფიქრს
მწუხარება გგვრის.
გეშინია გზის;
გეშინია ზღვის.

სადაც სინათლის
ელვარება კრთის,
უხარია შვილს
მზის.

სამეფოა ცის,
ტახტზე მეფე ზის.
ჟრუანტელი გცრის;
სურნელია ბზის.

ფარსად სიმართლის
მოჩვენება გხდის.
გეშინია ღვთის
გზის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →