შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მე ისევ

მე ისევ აქ ვარ.
ეს სამყარო კვლავ არ მშორდება.
შენც - სადღაც აქვე;
და მარტოობა, რომელიც ორდება.

ვეშვები თავ-ქვე,
ეს ცხოვრება ჩემში ზიზღს იწვევს.
შენ გაქვს სხვა საქმე.

ოდესღაც სული ამომივა და სხვაგან წავა.
შენ გაოცდები.
სამყარო მუდამ ჩემში იყო.
მოგაგონდები.

ყველა ტკივილი ცაში ადის;
და ცა იღლება.
შენთან - მარადის.

და სიყვარული საძულველი
არსად გადადის.
მე ისევ აქ ვარ;
შენც - სადღაც აქვე.

შენ გაქვს სხვა საქმე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →