შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

რა ელით მაისებს?

შემოდგომის სიცივე მონატრებას წაიღებს.
თქვი, რა ელით მაისებს? სიყვარული არსად ჩანს.
ეს ამინდი მავიწყებს მგრძნობიარე დაისებს.
სული ტირილს დაიწყებს მოგონების საყდართან.

სინამდვილის საზღვარზე ისტორია გათავდა.
რაღაც ძალა მართავდა გადარეულ ამინდებს.
მარტო მყოფი ზამთართან ძველ მეგობარს არ ჰგავდა.
და მკვდრის ფერი დაკრავდათ საოცნებო მაისებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →