ჩანაწერი
Laravel
ბათუმი
მე ისე მიყვარს ქართული
ცისარტყელების ყურება,
რომ ლაჟვარდებში ჩაფლული
პირიმზე მესალბუნება.
მე ისე მიყვარს ბათუმი,
ამ ჩვენი ქვეყნის მშვენება,
რომ ზღვის ტალღების ხმაური
სიამეს მეჩურჩულება.
აქ ყველა ნატვრა შენია,
აქ ხომ ფიქრია ადვილი.
რა პოეტური სენია
ქართველი ქალის მანდილი!
ახლაც დავდივარ ბულვარში
და გული გრძნობით ივსება.
და ჩემი სულის უბანში
ჰარმონიის ცა ინთება.
ცისარტყელების ყურება,
რომ ლაჟვარდებში ჩაფლული
პირიმზე მესალბუნება.
მე ისე მიყვარს ბათუმი,
ამ ჩვენი ქვეყნის მშვენება,
რომ ზღვის ტალღების ხმაური
სიამეს მეჩურჩულება.
აქ ყველა ნატვრა შენია,
აქ ხომ ფიქრია ადვილი.
რა პოეტური სენია
ქართველი ქალის მანდილი!
ახლაც დავდივარ ბულვარში
და გული გრძნობით ივსება.
და ჩემი სულის უბანში
ჰარმონიის ცა ინთება.
Laravel
კომენტარი
0