შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბნელი ღამეები

ბნელ ქუჩებში ხეტიალი, ბნელი ღამეები...
საშიში რამეები, ცოდვილი რამეები...
ქუჩაში მხვდება ქალი. მინდა, რომ ჩემი გახდეს.
გავა ათი წამი, - უკვე აღარც მახსოვს.

ვმოძრაობ მოწყენილი; მინდა, რომ რამე გაჩნდეს,
რამე ისეთი, რაც გამამხიარულებს.
თუნდაც კონიაკი, თუნდაც ვნებააშლილი ქალი,
რამე ისეთი, რაც თავს დამავიწყებს.

ეჰ, თბილისის ღამეები, უთავბოლო რამეები...

ეს რა სიტყვებია, ეს რა ფიქრებია...
მე ისევ ვმოძრაობ ქუჩიდან ქუჩაზე,
წარსულის ქალები მალე იქნებიან,
მალე შემხვდებიან თავიანთ უბანზე.

ბნელ ქუჩებში ხეტიალი, ბნელი ღამეები -
თბილისის ღამეები, საბრალო რამეები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →