შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლექსის წერა

ჩემი საყვარელი საქმე არის ლექსის წერა.
თითქოს ყველაფერში მოჩანს ერთი ბედისწერა.
თითქოს სიყვარულში არის რაღაც უფრო ადვილი.
როცა გრძნობით იწერება, ლექსი არის ნამდვილი.

ყველაფერს აქვს რაღაც აზრი, ყველგან არის შედეგი;
განცდებით და იმედებით, მე დავხატე შემდეგი:
სიყვარულში არის ძალა და გესხმება ფრთები,
იმოსები ყვავილებით, ნეტარებით თვრები.

ერთი სიხარული დამაქვს, რომ აღარ ვარ მთვრალი,
გავუსწორე ილუზიას რეალობის თვალი.
ყველაფერში თითქოს მოჩანს ერთი ბედისწერა.
საყვარელი საქმე ჩემთვის არის ლექსის წერა.
Laravel

კომენტარი

2
სოფი wulukidze მომღერალი დონე 1 · ახალბედა 2 წლის წინ
ძალიან მაგარი ლექსია 💓💓💓💓
ცოტნე არჩვაძე
ცოტნე არჩვაძე პოეტი, ფილოსოფოსი დონე 1 · ახალბედა 2 წლის წინ
უღრმესი მადლობა, სოფი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →