შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ფოთლებს აშრიალებს ქარი

ფოთლებს აშრიალებს ქარი,
ვზივარ მოღუშული, მარტო.
სულში გაიღება კარი;
მინდა, ყოველივე ვმართო.

სულში გაიღება კარი,
მერე სინანული მიტევს.
არ ჩანს ნიადაგი მყარი;
არ ჩანს... მივეცემი ფიქრებს.

არ ჩანს ნიადაგი მყარი,
ახლა სიხარული მინდა.
ვგრძნობ, რომ ვეღარა ვარ წყნარი;
მახსოვს ერთი ქალი - ლინდა.

ვგრძნობ, რომ ვეღარა ვარ წყნარი,
ფიქრი მიტევს და გულს სერავს.
ახლა ძლიერ მინდა ფარი;
აქ ზღვა ბობოქრობს და ღელავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →