შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გურამ გაბესკირიას ხსოვნას

ქართველი ერის, ქართული მიწის იდექი ფარად.
გურამის სოხუმს და საქართველოს დიდება მარად!
ოხ, რა უზნეო, რა უღირსი აღმოჩნდა მტერი,
შენ რომ მოგთხოვა შეგინება ქართველი ერის!
არასოდესო ცხოვრებაში, თქვი ეს ღირსებით,
ქართული ხორცი დაგიხვრიტეს ცხელი ისრებით.
შენი მედგარი სული ცოცხლობს შენებრ გმირებში,
,,არასოდეს ჩემს ცხოვრებაში!" - მუდამ ფიქრებში.
ქართველი ერის, ქართული მიწის იდექი ფარად.
გურამის სოხუმს და საქართველოს დიდება მარად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →