ჩანაწერი
Laravel
ჩემი სული გაფრინდეს!
ყველაფერი ისევ ისე ყალბია;
სიყვარულით ვერ მოვისხამ იმედებს.
აქ, სიღრმეში მკვდარი სევდა მარხია,
თუ გაცოცხლდა, ძველებურად იელვებს.
უნუგეშოდ თუ დამრჩება იმედი,
მოვა დრო და ალბათ ისიც მოკვდება.
წარსულ დროში ვისეირნე იმდენი;
მომავალში ეს ცხოვრება მორჩება.
დავიღალე, ყველაფერი მომწყინდა
და ლექსებში ვცდილობ, ისევ გავცოცხლდე.
სიმშვიდე და თან სიცოცხლე მომინდა,
პოეზია - ისეთი, რომ გავოცდე.
აქ თუ ისევ ყველაფერი ფარსია,
აქ რა მინდა?! ჩემი სული გაფრინდეს!
ეს სოფელი გაუვლელი გარსია,
ნუ დამტოვებ, შენ გთხოვ, ღმერთო, დამინდე!
სიყვარულით ვერ მოვისხამ იმედებს.
აქ, სიღრმეში მკვდარი სევდა მარხია,
თუ გაცოცხლდა, ძველებურად იელვებს.
უნუგეშოდ თუ დამრჩება იმედი,
მოვა დრო და ალბათ ისიც მოკვდება.
წარსულ დროში ვისეირნე იმდენი;
მომავალში ეს ცხოვრება მორჩება.
დავიღალე, ყველაფერი მომწყინდა
და ლექსებში ვცდილობ, ისევ გავცოცხლდე.
სიმშვიდე და თან სიცოცხლე მომინდა,
პოეზია - ისეთი, რომ გავოცდე.
აქ თუ ისევ ყველაფერი ფარსია,
აქ რა მინდა?! ჩემი სული გაფრინდეს!
ეს სოფელი გაუვლელი გარსია,
ნუ დამტოვებ, შენ გთხოვ, ღმერთო, დამინდე!
Laravel
კომენტარი
0