შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ეს ჩემი გული ელის ქარიშხალს

ეს ჩემი გული ელის ქარიშხალს;
არ ეშინია, მიჩვეულია.
ცხოვრება ტანჯვად მიჩნეულია...
ეგეთი წუთი ბევრი გავიდა.

ეს ჩემი ნატვრა უკრავს პიანოს;
ზღაპრული სივრცე გადაშლილია.
დარდი ბოლომდე გადაყრილია.
ედემის ჩაღვრა უყვარს ცის ამბორს.

ეგეთი წუთიც ბევრი გავიდა.
ჩემი თვალები მეწამულია;
ცეცხლის ალები შემართულია...
ეს ჩემი გული ელის ქარიშხალს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →