ჩანაწერი
Laravel
აზროვნების კიდე
ხორცშესხმის გარეშე თუ დარჩა იდეა,
იქნებ ასეა სიწმინდე მისი...
აზროვნებისთვის მუდმივი კიდეა
რაღაც უცვლელი და ღვთაებრივი.
პირველსაწყისის არსში მიღწევა
აზრისთვის ძალზედ ძნელი რამ არის;
ფილოსოფია მაღლა იწევა,
როცა სიღრმეში ხატს ხედავს ზღვარის.
კიდეთა რღვევა აზრის მიზანი
და გაუხსნელი მტკიცე კლიტეა.
მას ვერ ეყოფა, იყო მისანი;
იდუმალია არსთა იდეა.
როგორ ვიცხოვრო, როდესაც ვიცი,
აზრს რომ არ ძალუძს სწვდეს მაღალ ზენას?
საკმარისია ყბედობა, ფიცი;
უნდა მივხედო მომაკვდავ რწმენას!
იქნებ ასეა სიწმინდე მისი...
აზროვნებისთვის მუდმივი კიდეა
რაღაც უცვლელი და ღვთაებრივი.
პირველსაწყისის არსში მიღწევა
აზრისთვის ძალზედ ძნელი რამ არის;
ფილოსოფია მაღლა იწევა,
როცა სიღრმეში ხატს ხედავს ზღვარის.
კიდეთა რღვევა აზრის მიზანი
და გაუხსნელი მტკიცე კლიტეა.
მას ვერ ეყოფა, იყო მისანი;
იდუმალია არსთა იდეა.
როგორ ვიცხოვრო, როდესაც ვიცი,
აზრს რომ არ ძალუძს სწვდეს მაღალ ზენას?
საკმარისია ყბედობა, ფიცი;
უნდა მივხედო მომაკვდავ რწმენას!
Laravel
კომენტარი
0