ჩანაწერი
Laravel
პოეტის სული
ვიცი, პირველად არ ხდება ასე,
რომ მელანდება ნისლები და მთა...
პოეტის სული, სიზმრებით სავსე,
პოეტის სული - ზმანება მთვრალთა.
ლანდები სულში იწვევენ ბგერებს;
ამ ხმებს გარდაქმნის აზრი მუსიკად.
პოეტის სული შეიცავს ფერებს;
შთაგონების ცა ელვას უცდიდა.
იშლება სულში ნისლების მიღმა
მუსიკის სივრცე, გედები და ტბა.
როცა ბგერების მოვიდა წვიმა,
სული გედების სიმღერით დატკბა.
რომ მელანდება ნისლები და მთა...
პოეტის სული, სიზმრებით სავსე,
პოეტის სული - ზმანება მთვრალთა.
ლანდები სულში იწვევენ ბგერებს;
ამ ხმებს გარდაქმნის აზრი მუსიკად.
პოეტის სული შეიცავს ფერებს;
შთაგონების ცა ელვას უცდიდა.
იშლება სულში ნისლების მიღმა
მუსიკის სივრცე, გედები და ტბა.
როცა ბგერების მოვიდა წვიმა,
სული გედების სიმღერით დატკბა.
Laravel
კომენტარი
0