ჩანაწერი
Laravel
ფილოსოფოს გოგონას
ლანდებს, აჩრდილებს მოუცვიათ ნათელი სულში;
ეიფორია სიცრუეთა იპყრობს გონებას.
ლამაზ ფერებით, რა მძიმეა, გახვიდე რთულში,
ანდაც იაზრო, რომ სამყარო გიხშობს ოცნებას!
ჭეშმარიტისკენ მიდრეკილი სულის სინათლე
კედელს აწყდება შეუდრეკლად, თავგამეტებით;
უსაზღვროდ გსურდა, რომ გაგეგო, რაა სიმართლე,
არ ჩანდა არსად ის, რაც გსურდა - ცა და მტრედები.
სიყვარულს გინდა დაემსგავსო, გინდა, იღვროდე,
ედემის ბაღში მომდინარე ნაკადულივით.
ლამაზ ოცნებას რეალობად გინდა იცნობდე,
იებს აჩენდე, მშვენიერი გაზაფხულივით.

კომენტარი
0