შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნოსტალგიური ლექსი

წარმოვიდგენ პარკს და იქვე ვხედავ ქუჩებს,
მაგონდება როგორ გიკოცნიდი ტუჩებს.
ვსეირნობდით ერთად, დღე იყო თუ ღამე,
მზე იყავი შენ და ანთებული ცა - მე.

გაქრებოდნენ ნეტავ ეს ფიქრები სადმე,
იცვლებოდეს ნეტავ ამ ჩემს სულში რამე.
რადგან აღარ მოხვალ, რადგან არც დაგხვდები,
შენი მონატრება ჯობს შევწყვიტო, ვხვდები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →