შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ზეციური სიმშვიდე

მე ამ სოფელში ხეტიალი ცოტა მომწყინდა,
მინდა, ჩიტივით უდარდელად შემეძლოს ფრენა.
სულის წიაღში ფერთა ლანდი საამოდ წვიმდა,
როცა მიწისგან მთლად დაცლილი მოჩანდა ზენა.

სულის გაზაფხულს ეგებება ციური მხარე,
ახლა სიმშვიდე დაივანებს ჩემში მარადჟამს.
იქნება ლხენით შეფერილი ყოველი არე,
სადაც იმ მიწას, მარწუხიანს, სივრცე აღარ აქვს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →