შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ფიქრის ცუნამი

მარტო ვარ ისევ, კვლავ ფიქრი მიწევს;
ჩემი გონება მძვინვარე ზღვაა.
ფიქრის ცუნამი გონებას მიმღვრევს,
ვხვდები, რომ ბოლო სრულიად სხვაა.

დავთარეშობდი, ვით მარტის წვიმა,
ცნობის სისავსე მე თან არ მახლდა.
მერე დავფიქრდი, ვიძახე: ,,ვინ ვარ?!"
მაგრამ პასუხი არსად არ ჩანდა.

სადღაც იების სუფევის მხარეს
მახინჯი სული მშვენიერობდა.
ის მიელტვოდა სიწმინდის არეს
და საგალობელს ჩემში მღეროდა.

აქ, წუთისოფელს დაბრუნებულმა
ნაზად ვაშორე მძიმე შუბლს ხელი
და გულმა, კვლავ ვერ დაწყნარებულმა,
გამოიწვია თვალები სველი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →