შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

,,მართა! მართა!"

უფალი გეძახის: ,,მართა! მართა!",
შენ კი ამ დროს კვლავ მიწაზე ხარ.
შენმა გონებამ მიწიერი ზრუნვა გამართა,
ამ დროს კი სულისთვის საკვები უნდა ენახა.

შენთვის მიწის პურს ზეციურზე მეტი ფასი აქვს,
წუთისოფელმა შენს გონებას ჭლექი დამართა.
მარადიულს მიზანთა შორის წილი აღარ აქვს,
ამ დროს უფალი მოგიწოდებს: იფხიზლე, მართა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →