შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ცუდი კაცის გმინვა

ფსიქიკაშერყეული, ცუდი კაცის გმინვა -
მოსასმენად - მძიმე, ასატანად - რთული.
ამ კაცისადმი განწყობა - როგორც მშრალი ყინვა,
ყველასაგან დავიწყება, რომ მასაც აქვს გული.

ფისიქიკაშერყეული, მტკვრის პირს მყოფი, ეული,
ცუდი კაცი მარჩიელობს, თუ რა უყოს თავს;
ყველასაგან გარიყული, დამნაშავე, სნეული,
საკუთარ თავს ასამართლებს, დაუნდობლად კლავს.

ფსიქიკაშერყეული, დაუნდობელი მკვლელი,
საკუთარ სულს დანით ჩეხავს და უსერავს თვალებს;
მისთვის აღარაფერი აღარ დარჩა ქველი,
ვერ პატიობს სამყაროს უსამართლო ვალებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →