ჩანაწერი
Laravel
შეშლილობის შარფი
შევიშალე. შევიმშვენე შეშლილობის შარფი.
სიამაყით სიამეში სერენადა დავდგი.
წამწამები წამ-წამობით წკრიალებენ. წარბი...
წარბიც კი არ შევიხარე, ისე ვყარე დარდი.
დარდი მარდად შემეპარა, დავახვედრე ვარდი -
ჩემი სულის წიაღიდან ამოსული ჭარბი
მუსიკალურ ნოტთა დასი, ჟღერადობა ხარბი.
შევიშალე. შევიმშვენე შეშლილობის შარფი.
სიამაყით სიამეში სერენადა დავდგი.
წამწამები წამ-წამობით წკრიალებენ. წარბი...
წარბიც კი არ შევიხარე, ისე ვყარე დარდი.
დარდი მარდად შემეპარა, დავახვედრე ვარდი -
ჩემი სულის წიაღიდან ამოსული ჭარბი
მუსიკალურ ნოტთა დასი, ჟღერადობა ხარბი.
შევიშალე. შევიმშვენე შეშლილობის შარფი.
Laravel
კომენტარი
0