შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დაგელოდები

ლამაზ ჰანგებით ჟღერენ ფოთლები:
,,დაგელოდები, დაგელოდები!"
სულში მუსიკის წვეთავს ნოტები:
,,დაგელოდები, დაგელოდები!"
როდესაც სული ამ ნოტებს ინთქამს,
მას ვეცოდები, ცას ვეცოდები...
მე კი თავხედი შენოტილ იმ წამს
კვლავ ველოდები, კვლავ ველოდები!
მერე მოისხამს ჩემი ხე ატმებს
(ჩემი ხე - სევდის დიდი სიმბოლო)
და სულის ნათელს ბნელ ჩრდილებს აცმევს;
სულს კი როგორ სურს, რომ სულ იქროლოს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →