შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მონატრებამ შემომხვია ხელი

მონატრებამ შემომხვია ხელი,
გაზაფხულის მოსვლას ისევ ველი.
თვალებია ისეთივე სველი,
როგორც ნამით შემოსილი რთველი.

გაზაფხულის მოსვლას ისევ ველი,
სიხარულმა დამიქნია ხელი;
სიყვარულის მზე ასხივებს - მწველი,
აყვავილდა სულში მკრთალი ველი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →