შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წამების წამები

რატომ არ ჩერდება მდინარე - წამები?
რატომ აქვს ასეთი ძლიერი დინება?
სული მაქვს დაღლილი და განაწამები;
მჯერა გავფრინდები, თუ ღმერთმა ინება.

სადღაც მიღმიერი მეძახდა ყოველთვის;
რაღაც ამ მიწაზე სულს არ უხარია.
დროის მიღმიერი ხმა უფლის მომესმის...
დრო ჩემი სულისთვის ცხელი ბუხარია.

წამები წამების ხდებიან მიზეზნი;
როდესაც ვიხრჩობი, გაფრენა მწადია.
აქ მრავალს მოსავენ სიკვდილის იერნი,
სიცოცხლე აქ მხოლოდ წამების წამია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →