შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ლექსი: ,,ცდა შინდისისა"

მთელი ცხოვრება ცდებში ვარ,
შინდისის გზაზე მსვლელი ვარ,
მგლებს ლექსებს ვუწერ ქვით ქვაზე,
მე ამ შინდისის შვილი ვარ!!!

მთელი ცხოვრება დავდივარ,
ვნახულობ ნაქალაქარებს,
მთელი ცხოვრება ცდებში ვარ,
ვნახულობ მინდვრის სავანებს!!!

მთელი ცხოვრება ცდებში ვარ,
პანკისის მთებში ჯიხვი ვარ,
მგლებს ლექსებს ვუწერ ქვით ქვაზე,
მე ამ ბუნების შვილი ვარ!!!

მტრის ხმლით ვიკვეთო ისე ვარ,
ფიქრში ზანზარებს ფიქრები,
ოჰ,ღმერთო ზოგჯერაც ფიქრები,
გადამიწყვიტავს ვერთვები!!!

მთელი ცხოვრება დავდივარ,
შინდისს ვიხსენებ,ვფიქრდები,
მთელი ცხოვრებით იმ გზაზე,
მუდამ ვიხსენებ,გპირდები!!!

მტრის ხმლით ვიკვეთო ისე ვარ,
ფიქრში ზანზარებს ფიქრები,
ზოგჯერ ჭკუიდან ვირევი,
ხელში ბობოქრობს სიმები!!!

ავტ: //თორნიკე ხაბაძე //

გამომ: 28/03/22
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →