შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გაჩერებაზე

მიწაზე სველი ფოთლები იწვა,
ზამთრის სიცივეს დარდობდა ქალი,
ფოთლის სულებით გამთბარი მიწა,
ნოემბრის სუსხი და ცივი ქარი.

წვიმის წვეთები, სახეზე წვრილად.
გაჩერებაზე ქოლგების რიგი...
იყო სხვადასხვა აზრი და წვიმა,
წვიმა, რომელიც არ იყო მშვიდი...

გარბოდა ყველა მისდევდა ქარი,
იყო წვიმა და იყო თან მზე.
ზამთრის სიცივეს დარდობდა ქალი,
რომელიც იყო ნაწყენი ქმარზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →