ჩანაწერი
Laravel
არაფერი თქვა
არაფერი თქვა, სანამ ქარი თავისას ამბობს,
არაფერი თქვა სანამ წამწამს ცრემლები ალბობს,
მე გაგატანდი უკანასკნელ ცრემლიან, ამბორს
მლაშეს, გაყინულს, ჰო პოეტის, პოეტის, ამბორს.
მე ხომ შენს სურნელს გაზაფხულის ვარდების ბაღში,
შევყავარ როცა გარეთ თოვლი ამძიმებს ეკლებს
და გარეთ დარბის გათოშილი ხელებით ბავშვი,
იმის იმედით, რომ დედიკო გაუთბობს ხელებს.
და გარეთ ფიფქებს ატრიალებს ქარი თავხედი,
არაფერი თქვი, სანამ წამწამს ცრემლი ალბობდა,
შენ ჩემთან დარჩი სამუდამოდ შენ არ წახვედი,
გარეთ თოვდა და ბავშვი უკვე სახლში გარბოდა.

კომენტარი
0