ჩანაწერი
Laravel
მამას
შენი, თვალები მახსოვს
ბოლოჯერ ნახვის წამიც
მე უშენობა, მახრჩობს
მარტო შევსცქერი ამინდს.
მძიმე ფიქრები ისევ
ვეღარ ნახულობს ადგილს,
გულში დარჩენილ სივრცეს
უმისამართო სახლის.
თვალებს ვხუჭავ და გისმენ,
ვხედავ შენს ლამაზ სახეს,
ზეცას მივადგამ კიბეს,
თუ სიზმრად მაინც გნახე.
ალბათ ცხოვრება გავა.
უშენოთ ეს დღეც გადის
მონატრებით ვარ ავად
სიკვდილ–სიცოცხლის კადრის
მე, მენატრები ახლა,
მე შენ მჭირდები ახლა,
მზემ ჩაიარა უბრად
დედის ცრემლიან თვალთან.
ბოლოჯერ ნახვის წამიც
მე უშენობა, მახრჩობს
მარტო შევსცქერი ამინდს.
მძიმე ფიქრები ისევ
ვეღარ ნახულობს ადგილს,
გულში დარჩენილ სივრცეს
უმისამართო სახლის.
თვალებს ვხუჭავ და გისმენ,
ვხედავ შენს ლამაზ სახეს,
ზეცას მივადგამ კიბეს,
თუ სიზმრად მაინც გნახე.
ალბათ ცხოვრება გავა.
უშენოთ ეს დღეც გადის
მონატრებით ვარ ავად
სიკვდილ–სიცოცხლის კადრის
მე, მენატრები ახლა,
მე შენ მჭირდები ახლა,
მზემ ჩაიარა უბრად
დედის ცრემლიან თვალთან.
Laravel
კომენტარი
0