შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სანთლები

ჩაძინებიათ მთვარის შუქზე ყვითელ ვარსკვლავებს,
ღრუბლები საბნად დააფარა ზეცის ქარებმა,
დაღამებულა და სანთლები თვალს ახამხამებს
ჩაძინებიათ მთვარის შუქზე ყვითელ ვარსკვლავებს,
თვალი დახუჭეს განთიადზე თეთრმა სანთლებმა.

ჩამოსვა ზეცამ სახურავზე წვიმის დესანტი,
ებღაუჭება გამწვანებულ თიხის კრამიტებს,
დგახარ ქუჩაში გაცვეთილი სველი ფეხსაცმლით
ჩამოსვა ზეცამ სახურავზე ღრუბლის დესანტი
და სახურავი კიდევ ერთ-ორ წვიმას დაიტევს.

ჩაძინებიათ მთვარის შუქზე ყვითელ ვარსკვლავებს,
ღრუბლები საბნად დააფარეს ზეცის ქარებმა,
შანდალზე თეთრად ჩამოღვენთილ სანთლის ნაწნავებს,
ვხედავ და ვხვდები წვიმას ძალზედ აგვიანდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →