შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

კოღო

ყველაფერში უკუღმართი ვარ
მძულს ვინც უნდა მიყვარდეს
და პირიქით...
ვეჩვევი სიგარეტს,სასმელს და კიდე
ათას ჯამრთელობისთვის კარგ ჩვევას.
ვერვიტან ბოსტნეულს და რძის ნაწარმს
ისინი გულ მირევენ,
როგორც ღამით ჩემს ეზოში მოსიარლე
პოლიტიკოსები, სიმართლით ხელში,
დიდი სურვილი მაქვს ზემოდან
ჩავძახო ხოლმე.
მიყვარს ქუჩაში დაყრილი ნაგავი,
რომელზეც ზემოდან გადავივლი
და მაგ დროს ვიხსენებ
ჩემს კულტურულ და ტრადიციების
მოყვარულ ერს...
არ შემიძლია ზურგი ვაქციო ადამიანებს
რომლებიც ნაპირთან ერთმანეთს
ეხუტებიან და ასე შემდეგ...
ვუთანაგრძნობ პატარა მარიამს
ახალითაობის ტელეფონის დაკარგვის გამო
მეც დავკარგე ბავშვობაში ისეთი რამ
რასაც ვერ იყიდი
ამიტომ ცრემლები შევინახოთ...
ყველაფერში უკუღმართი ვარ!
ახლა მაპატიეთ ფანჯარა უნდა გავაღო
ბევრი კოღო, რომ შემოფრინდეს
მათაც შიათ!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →