შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დედას

ახლა გვაშორებს სულ რაღაც სამი
ზღვა და ათასი ფიქრების ხიდი,
ვტოვებ ბავშვობას რომ იქნებ რამით
ვიპოვო შვება, ოთახი მშვიდი,
ოთახი ჩუმი, საწოლი ისევ
კუთხეში მარჯვნივ და დროა ძილის,
ტემპერატურა ჩვეული იწევს
და მთელ სხეულში სიცივე მივლის.
სიცივე აკრავს სარკმელს და მაინც
გათოშილ თითებს ვადებ მინაზე
და ვგრძნობ რა მალე მშველის წამალი
დედის ნაქონი, ბედის წინაშე.
ვწვები და ბორგვას სხეული იწყებს
თან გამიფუჭდა ბოლო დროს ხედვა
და მკლავს ბავშვური ფიქრები, სიცხე...
ვგრძნობ ჩემს ოთახში შემოდის დედა!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →