შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შემოდგომა

უწყინარია როცა ქარი მიწას აშუქებს,
მიწა ივსება გამუდმებით ფოთლის სულებით,
გესმის ხერხემალ გაბზარული ფოთლის ხრაშუნი,
შენ შემოდგომის სიყვარულში უფრო რწმუნდები.

მიათრევს ქარი უკანასკნელ ყვითელ მერცხალს და
შენ რჩები თავთან, ამინდებთან ცამდე მართალი,
როცა ბოლოჯერ დაგინახე წვიმა გეცვა და
შენს უსასრულო მოლოდინსაც ცვლიდა ზამთარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →