ჩანაწერი
Laravel
გამგზავრების წინ
გადმოვყურებდი მე უწინ ქალაქს
და საბუდრიდან ვაფრენდი ლექსებს,
შიგ გულის გულში ვაწობდი კალამს,
მაგრამ ქალაქი დაეძებს ექსცესს.
მორიელობა ვიცანი ახლა
მათი მთავარი არის თვისება,
ვგრძნობ რაღაც უცნობ, უჩინარ დაღლას
და ფრთების შხამით პარალიზებას.
აქებენ სადმე სულს ბარბაროსულს? –
მე იმათ წრეში ვერასდროს მპოვებ.
მე ვერ ვიქნები ის, ვინაც ბრბოს სურს,
თუნდაც დამახრჩოს ცივ სიმარტოვემ.
და ვეთხოვები უნიღბო ქალაქს,
თუმც ზურგშექცევა მწარეა ჩემი,
ვიპოვი სადმე მდუმარე ალაგს
და გულდამწვარი ფიქრს მივეცემი.
და საბუდრიდან ვაფრენდი ლექსებს,
შიგ გულის გულში ვაწობდი კალამს,
მაგრამ ქალაქი დაეძებს ექსცესს.
მორიელობა ვიცანი ახლა
მათი მთავარი არის თვისება,
ვგრძნობ რაღაც უცნობ, უჩინარ დაღლას
და ფრთების შხამით პარალიზებას.
აქებენ სადმე სულს ბარბაროსულს? –
მე იმათ წრეში ვერასდროს მპოვებ.
მე ვერ ვიქნები ის, ვინაც ბრბოს სურს,
თუნდაც დამახრჩოს ცივ სიმარტოვემ.
და ვეთხოვები უნიღბო ქალაქს,
თუმც ზურგშექცევა მწარეა ჩემი,
ვიპოვი სადმე მდუმარე ალაგს
და გულდამწვარი ფიქრს მივეცემი.
Laravel
კომენტარი
0