შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე ვერ ვიქეც კლდედ ..

თინათინ 2 წლის წინ
* * *
მე ვერ ვიქეც კლდედ,
რადგან ნეკნისაგან ვიყავ შექმნილი,
ვერც ლოდ-საკიდურად ვიქეც,
რადგან ნისლს ვგავდი და განვქარდი,
ვერც ჩემს წიაღში გავაღვივე
ოქროსფერი ხორბლის მარცვალი,
რადგან დავიხშვი შობად,
მაგრამ მე შემიძლია
ჩემი ტკივილებით მოგიქსოვო სიხარული,
რომელსაც ჩემი თმების ოქროსფერით მოვრთავ,
ჩემი ხერხემლის მალებს ჩავაყოლებ,
რომ ჩემი საყდენ-მამოძრავებელი
შენს საყრდენად იქცეს
და არ დაივიწყო ის,
ვინც თავისი გამჭვირვალე სხეულიდან
სისხლს გისხამს,
თან სულის ნაწილსაც გიზიარებს,
რომ ჩემი და შენი
მხოლოდ მყიფე სიტყვებია,
სული კი ერთია
და თუ
ერთ ხორც ვერავის ექეც,
ერთ სულ უნდა იქცე,
იმ დღისათვის,
როცა სულად და ხორცად დაიშლები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →