შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ანუ

ადრე თუ გვიან, გვიან თუ ადრე დაღამდება!
ღამეს მოსდევს სინათლე, ანუ გათენება...
მერცხალთა ჭიკჭიკი და ბებიაჩემის შეძახილი
,,ოქროს ნისკარტი შენ, კარგი ამბავი მე''!
ამიტომაც მიყვარს ღამე, ვიცი მას აუცილებლად სინათლე მოსდევს.
,,რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია''
კი არ ღამდება... ნათელს კი არ მოსდევს სიბნელე,
არამედ თენდება, სიბნელეს მოსდევს სინათლე!..
სინათლე ანუ სიკეთე!.. სიკეთე ანუ სიყვარული!..
სიყვარული ანუ მშვიდობა!
მშვიდობა ანუ ჩვენ!..

2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →