შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ისევ არეულა ეს დღეები..

ისევ არეულა ეს დღეები
ზამთარს ცივი სუსხი უხარია
მალე მზის სხივები ამობრწყინავს
შენი ეს სიგიჟე მიხარია.

ისევ არეულა ამინდები
აპრილს სინანული გვიანია
მარტი გაზაფხულს რომ ეგებება
მაისს ბევრი დღეც კი მზიანია.

ისევ არეულა ეს დღეები
ზოგჯერ ხშირი ქარიც მტვრიანია
გზების გასაყარზე დაგვტოვა
და რაღაც დროის შემდეგ უნანია.


ავტორი: თ.ოდილავაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →