შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ზეციერი მამის ნუგეში

შვილო, ვხედავ შენს დიდ სევდას,
ცხარე ცრემლს და სულის გვემას —
და იმასაც ხოლმე ვხედავ,
რასაც შენ თვითონ ვერ ხედავ...

გარწმუნებ, რომ შენს გვერდით ვარ —
როგორც ლხინში, ისე ჭირში —
და არასდროს მიგატოვებ,
რადგან გაქვს ჩემი იმედი.

თუ დროდადრო თავს დაგატყდა
ეშმაკისგან განსაცდელი,
არ შეშინდე — გამოსავალს
მოგცემ, ოღონდ გაუძელი.

მაშ, გამაგრდი, კვლავ განაგრძე
ქრისტეს გზაზე სიარული,
რათა ჩემგან გერგოს ჯილდოდ
სიცოცხლე მარადიული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →