შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ზენაარო გეხვეწები

ზენაარო გეხვეწები
--'
ზენაარო გეხვეწები,
დამილოცე ჩემი ერი,
დაიცავი, ააარიდე,
ყოველგვარი განსაცდელი,
---
ცუდისაგან განაშორე
თანამოძმე, ახლობელი,
გულიანს და მადლის მთესავს,
ყველგან მოუმართე ხელი.
---
ნუ იქნები გზაცდენილის,
უსამართლოდ განმკითხველი,
ლმობიერი გამიხადე,
ზოჯერ მკაცრი ბრალმდებელი.
--
შვილზე მოფიქრალი დედა,
არ გახადო ცრემლის მდენი,
გთხოვ,რომ აღარ მოუმატო,
დარდი, სევდა, სატანჯველი.
--
ქართველებს არ მიაკარო,
ბოღმა, შური, ყველა სენი,
ვინც შესცოდა ან დაიბნა,
ეშმაკისგან დაიხსენი.
--
გლეხი კაცი და მშრომელი,
გამიხადე ღონიერი,
სოფლად სახლი არ მანახო,
მიგდებული, ცარიელი.
--
მაპატიე ამდენ თხოვნას,
რომ გაკადრებ, ერთი ბნელი,
რა ვქნა, კარზე მომდგარია,
გვიტევს ყველა სახის მტერი,
---
დამილოცე, მიდღეგრძელე,
სიკეთის და მადლის მქმნელი,
ამიყვავე გამიმრავლე,
ჩემი ხალხი ძველისძველი.
---
პ.ს:
მომეძალა ფიქრი, მე ნაბახუსევზე
ცოტა პირადულზე, ამ ჩვენ ტანჯულ ერზე,
ყველას სატკივარზე, საშიშ განსაცდელზე,
ლამაზ სამშობლოზე და ჩვენ მოსავლელზე.
---
ისევ ვაწუხებ მოწყალე უფალს,
რომ შეეწიოს ერს,
ცოდვილებზე და უმადურებზე,
ნუღარ აიღებს ხელს.
---
თენგო ფანცულაია--ხერგილელი ოქროპირი
ისე სურათი ყვარელში, დიდი ილიას მუზეუმის ეზოშია გადაღებული
2023 წლის 10 იქტომბერი
--
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →