ჩანაწერი
Laravel
დამილოცეთ ეს ქვეყანა
დამილოცეთ ეს ქვეყანა
-------------
დამილოცეთ ეს ქვეყანა,
ჩვენი გმირი წინაპრების,
სახელოვან მეფეების და
ჭკვიანი დედოფლების.
--
აზნაურის, ერისთავის,
ყველა კუთხის თავადების,
ერის ღერძი-ხერხემალი,
მუდამ მშრომელი გლეხების.
---
დამილოცეთ მე სამშობლო,
ერზე ჩაფიქრებულ ბრძნების,
საუკუნეთა მანძილზე,
ვაჟკაცურად მეომრების.
--
სამშობლო და ერისათვის,
მუდამ თავდადებულების,
უთანასწორო ბრძოლაში,
ზურგზე ვაზის კალმის მდების,
ამ კალმისგან, გმირის ძვლებზე,
ამოფეთქილ ვაზის ზვრების.
------
დალოცეთ და მოეფერეთ,
მიწას ამაყი კოლხების,
არავინ არ განაწყენდეს,
ამერ-იმერის-ერთ ძმების.
--
მსოფლიოში პირველების,
მეტალურგი ხალიბების,
ღვინის პირველი სამშობლოს,
პირველ ძაფის დამრთველების.
-----
დამილოცეთ მე სამშობლო,
ხორბლის პირველ მთესველების,
უძველესი ანბანის და
დამწერლობის შემქმნელების.
--
მსოფლიოში კულტურულად,
თაფლის პირველ დამწურების,
ერთხელ არჩეული რწმენის,
სულ ბოლომდე დამცველების.
----
სადღეგრძელო მათქმევინეთ,
ჩვენი ლამაზი ქალების,
მზეთუნახავ ასულების
და შემდეგ გმირი დედების.
--
ფუძე-კერის დედა-ბურჯის,
ყრმათა ლამაზ აღმზრდელების,
განათლებული შვილებისა
და მამულის დამცველების.
---
მათქმევინეთ სადღეგრძელო,
ლომგულოვანი ვაჟების,
ცხოვრებაში უღალატო,
მუდამ თბილი მეგობრების.
--
სუფრაზე კი მოქეიფე,
მჭერმეტყველი თამადების,
ფიცხელ ომში დაუნდობელ
და მამაცი მებრძოლების.
----,
ქალის მანდილის დამცველი,
შეყვარებულ რაინდების,
მოტრფიალე ცხელი გულის,
მერე კი ერთგული ქმრების.
--
ოჯახზე გადაყოლილი,
მოსიყვარულე მამების,
სამშობლოზე მოფიქრალი,
მუდამ შემართული მგლების.
------
მათქმევინეთ სადღეგრძელო,
ფოლკლორის და ხელოვნების,
ქართულ გენის წარმომჩენი,
თავბრუდამხვევი ცეკვების.
--
მსოფლიოს გამაოგნებელ,
მრავალხმიან სიმღერების,
და კოსმოსში გაგზავნილი,
“ჩაკრულოს“ უკვდავი ხმების.
----
მოფერება მინდა მუდამ,
ქართულ სიტყვის ჯადოქრების,
პირველად აღიარებულ,
დიდ რუსთველის ტაეპების.
--
სადაც გრძნობა ისწავლება,
სიყვარულის, მოფერების,
მეგობრისთვის გვერდში დგომის,
ძმობისა და თავდადების.
----
გირჩევთ აღარ დაგეზაროთ,
კითხვა ლექსის, პოემების,
არჩევანი საკმაო გვაქვს,
კალმოსანთა შედევრების.
--
აკაკის, გალას, ვაჟასი,
კიდევ მრავალი მგოსნების,
დიდ გურულის თამადობით,
სახელოვანი მწერლების.
---
სახელს უნდა დაფასება,
ომში ძირს დაცემულების,
სამშობლოსთვის გულანთებულ,
დიდი მამულიშვილების.
--
ბევრჯერ ერის გადამრჩენი,
სახელოვანი გმირების,
და მათ მაგალითზე აღზრდა,
მომავალის და შვილების.
---
მადლი აღარ დაგვავიწყდეს,
ქრისტეს რწმენის მომტანების,
ოთხი მოციქულის ღირსი,
ვართ ქვეყანა ქადაგების.
-'
ხსოვნა გვქონდეს რწმენისათვის,
წამებულთა, წმინდანების,
ჯვარის შეკვრას შეწირული,
წმინდა ნინოს ნაწნავების.
----
დაფასება გვინდა მუდამ,
ტაძრების და მონასტრების,
სვეტიცხოველს ადგილს წმინდას,
ქრისტეს კვართის დაბრძანების.
--
აღდგენა და გაფრთხილება,
ციხეების და კოშკების,
სახელი არ დავივიწყოთ,
მშენებელის და ამგების.
----
დრო მოვიდა მხილებისა,
ვერაგი და შიდა მტრების,
მძიმე არის ერის ხილვა,
ცალ-ცალკე დაფანტულების.
--
მირჩევნია თქვენი ნახვა,
უფრო მეტად შეკრულების,
და ერთობით დამარცხება,
ორგულის და მომხვდურების.
----
რა ვქნა თავს ვეღარ ვიკავებ,
ბოღმა მახჩობს კოლხი ძმების,
ამად დედებს მოვიკითხავ,
ოქროს საწმისის ქურდების.
--
დასაქცევად ჩამოსული,
კორინთოელ ყაჩაღების,
კოლხეთიდან ტყავთან ერთად,
ფარული სიბრძნის წამღების,
არ იხაროს დარგულ ნერგმა,
მოღალატის, გადამგდების.
----
გამახარეთ ერთად დგომით,
ქართლისა და კახელების,
აჭარლების და ოსების,
ჩემი მორდუ აფხაზების.
--
მოხევეთა,თუშელების
და ასევე ლეჩხუმლების,
მთიულების, ფშაველების,
ტალავრიან ხევსურების.
----
ქცევით სხარტი გურულების,
ჩემი მკვირცხლი მეგრელების,
გულით გოროზი სვანების,
თავაზიან იმერლების.
--
ძველისძველი სამცხელების,
მუდამ დინჯი რაჭველების,
ამ მიწაზე დაბადებულ,
ემიგრანტი „კულაშლების“,
აღთქმულ მიწაზე წასული,
სულით აქ დარჩენილების.
-----
დამილოცეთ საქართველო,
კახეთს გადაჭიმულ ზვრების,
მოსავლიანი ჯეჯილის და
თვალუწვდენელ მაღალ მთების.
--
ხვავიანი შემოდგომის
და ღვინით სავსე ქვევრების,
ღონიერ კაცს უხარია,
გამასპინძლება სტუმრების.
------
არასოდეს მოგეშალოთ,
ნახვა გაშლილი სუფრების,
ღიმილიან მასპინძლების,
ხმაურიან ქორწილების.
--
რიტუალის შესრულება,
ჯვრისწერის და მირონცხების,
გრძელი რიგი დამანახეთ,
ლამაზ ქართული აკვნების,
---
ღმერთმა მოგცეთ სული მტკიცე,
ცუდი ჟამისა გაძლების,
დრო დამდგარა მტერზე მისვლის
და მეტოქის დამარცხების.
--
სამაჩაბლო-აფხაზეთის,
დედის გულში დაბრუნების,
ყველა კუთხის ერთად შეკვრის
და ერთადვე აყვავების,
დამილოცეთ ეს ქვეყანა,
დების- ძმების, ქართველების.
-----
თენგო ფანცულაია-ხერგილელი--ოქროპირი
2020 წელი 24 ოქტომბერი.
თბილისი-ქსნის ხეობა-ახალგორის მისადგომები-სამტრედო-საკულაშო-მიწაბოგირა
პ.ს:
ახლა ვეღარ გავახარებ,
შუღლის ჩამგდებ მტრებს,
არ ჩათვალოთ ვინმეს ვჩაგრავ,
ან ვამცირებ სხვებს.
----
მე ქართველად ყველასა ვთვლი,
ვინც გვიმაგრებს მხრებს,
ჩვენს მიწაზე დაბადებულ,
ეროვნებას ბევრს.
--
ამ მიწისთვის ვინც სიცოცხლეს,
არ დაინანებს,
საქართველოზე მოფიქრალს,
მისთვის თავდამდებს.
----
ჩვენთან ერთად ვადღეგრძელებ
და დავლოცავ ბევრს,
მე სამშობლოს ერთგულ შვილებს,
შევავედრებ ღმერთს.
--'
-------------
დამილოცეთ ეს ქვეყანა,
ჩვენი გმირი წინაპრების,
სახელოვან მეფეების და
ჭკვიანი დედოფლების.
--
აზნაურის, ერისთავის,
ყველა კუთხის თავადების,
ერის ღერძი-ხერხემალი,
მუდამ მშრომელი გლეხების.
---
დამილოცეთ მე სამშობლო,
ერზე ჩაფიქრებულ ბრძნების,
საუკუნეთა მანძილზე,
ვაჟკაცურად მეომრების.
--
სამშობლო და ერისათვის,
მუდამ თავდადებულების,
უთანასწორო ბრძოლაში,
ზურგზე ვაზის კალმის მდების,
ამ კალმისგან, გმირის ძვლებზე,
ამოფეთქილ ვაზის ზვრების.
------
დალოცეთ და მოეფერეთ,
მიწას ამაყი კოლხების,
არავინ არ განაწყენდეს,
ამერ-იმერის-ერთ ძმების.
--
მსოფლიოში პირველების,
მეტალურგი ხალიბების,
ღვინის პირველი სამშობლოს,
პირველ ძაფის დამრთველების.
-----
დამილოცეთ მე სამშობლო,
ხორბლის პირველ მთესველების,
უძველესი ანბანის და
დამწერლობის შემქმნელების.
--
მსოფლიოში კულტურულად,
თაფლის პირველ დამწურების,
ერთხელ არჩეული რწმენის,
სულ ბოლომდე დამცველების.
----
სადღეგრძელო მათქმევინეთ,
ჩვენი ლამაზი ქალების,
მზეთუნახავ ასულების
და შემდეგ გმირი დედების.
--
ფუძე-კერის დედა-ბურჯის,
ყრმათა ლამაზ აღმზრდელების,
განათლებული შვილებისა
და მამულის დამცველების.
---
მათქმევინეთ სადღეგრძელო,
ლომგულოვანი ვაჟების,
ცხოვრებაში უღალატო,
მუდამ თბილი მეგობრების.
--
სუფრაზე კი მოქეიფე,
მჭერმეტყველი თამადების,
ფიცხელ ომში დაუნდობელ
და მამაცი მებრძოლების.
----,
ქალის მანდილის დამცველი,
შეყვარებულ რაინდების,
მოტრფიალე ცხელი გულის,
მერე კი ერთგული ქმრების.
--
ოჯახზე გადაყოლილი,
მოსიყვარულე მამების,
სამშობლოზე მოფიქრალი,
მუდამ შემართული მგლების.
------
მათქმევინეთ სადღეგრძელო,
ფოლკლორის და ხელოვნების,
ქართულ გენის წარმომჩენი,
თავბრუდამხვევი ცეკვების.
--
მსოფლიოს გამაოგნებელ,
მრავალხმიან სიმღერების,
და კოსმოსში გაგზავნილი,
“ჩაკრულოს“ უკვდავი ხმების.
----
მოფერება მინდა მუდამ,
ქართულ სიტყვის ჯადოქრების,
პირველად აღიარებულ,
დიდ რუსთველის ტაეპების.
--
სადაც გრძნობა ისწავლება,
სიყვარულის, მოფერების,
მეგობრისთვის გვერდში დგომის,
ძმობისა და თავდადების.
----
გირჩევთ აღარ დაგეზაროთ,
კითხვა ლექსის, პოემების,
არჩევანი საკმაო გვაქვს,
კალმოსანთა შედევრების.
--
აკაკის, გალას, ვაჟასი,
კიდევ მრავალი მგოსნების,
დიდ გურულის თამადობით,
სახელოვანი მწერლების.
---
სახელს უნდა დაფასება,
ომში ძირს დაცემულების,
სამშობლოსთვის გულანთებულ,
დიდი მამულიშვილების.
--
ბევრჯერ ერის გადამრჩენი,
სახელოვანი გმირების,
და მათ მაგალითზე აღზრდა,
მომავალის და შვილების.
---
მადლი აღარ დაგვავიწყდეს,
ქრისტეს რწმენის მომტანების,
ოთხი მოციქულის ღირსი,
ვართ ქვეყანა ქადაგების.
-'
ხსოვნა გვქონდეს რწმენისათვის,
წამებულთა, წმინდანების,
ჯვარის შეკვრას შეწირული,
წმინდა ნინოს ნაწნავების.
----
დაფასება გვინდა მუდამ,
ტაძრების და მონასტრების,
სვეტიცხოველს ადგილს წმინდას,
ქრისტეს კვართის დაბრძანების.
--
აღდგენა და გაფრთხილება,
ციხეების და კოშკების,
სახელი არ დავივიწყოთ,
მშენებელის და ამგების.
----
დრო მოვიდა მხილებისა,
ვერაგი და შიდა მტრების,
მძიმე არის ერის ხილვა,
ცალ-ცალკე დაფანტულების.
--
მირჩევნია თქვენი ნახვა,
უფრო მეტად შეკრულების,
და ერთობით დამარცხება,
ორგულის და მომხვდურების.
----
რა ვქნა თავს ვეღარ ვიკავებ,
ბოღმა მახჩობს კოლხი ძმების,
ამად დედებს მოვიკითხავ,
ოქროს საწმისის ქურდების.
--
დასაქცევად ჩამოსული,
კორინთოელ ყაჩაღების,
კოლხეთიდან ტყავთან ერთად,
ფარული სიბრძნის წამღების,
არ იხაროს დარგულ ნერგმა,
მოღალატის, გადამგდების.
----
გამახარეთ ერთად დგომით,
ქართლისა და კახელების,
აჭარლების და ოსების,
ჩემი მორდუ აფხაზების.
--
მოხევეთა,თუშელების
და ასევე ლეჩხუმლების,
მთიულების, ფშაველების,
ტალავრიან ხევსურების.
----
ქცევით სხარტი გურულების,
ჩემი მკვირცხლი მეგრელების,
გულით გოროზი სვანების,
თავაზიან იმერლების.
--
ძველისძველი სამცხელების,
მუდამ დინჯი რაჭველების,
ამ მიწაზე დაბადებულ,
ემიგრანტი „კულაშლების“,
აღთქმულ მიწაზე წასული,
სულით აქ დარჩენილების.
-----
დამილოცეთ საქართველო,
კახეთს გადაჭიმულ ზვრების,
მოსავლიანი ჯეჯილის და
თვალუწვდენელ მაღალ მთების.
--
ხვავიანი შემოდგომის
და ღვინით სავსე ქვევრების,
ღონიერ კაცს უხარია,
გამასპინძლება სტუმრების.
------
არასოდეს მოგეშალოთ,
ნახვა გაშლილი სუფრების,
ღიმილიან მასპინძლების,
ხმაურიან ქორწილების.
--
რიტუალის შესრულება,
ჯვრისწერის და მირონცხების,
გრძელი რიგი დამანახეთ,
ლამაზ ქართული აკვნების,
---
ღმერთმა მოგცეთ სული მტკიცე,
ცუდი ჟამისა გაძლების,
დრო დამდგარა მტერზე მისვლის
და მეტოქის დამარცხების.
--
სამაჩაბლო-აფხაზეთის,
დედის გულში დაბრუნების,
ყველა კუთხის ერთად შეკვრის
და ერთადვე აყვავების,
დამილოცეთ ეს ქვეყანა,
დების- ძმების, ქართველების.
-----
თენგო ფანცულაია-ხერგილელი--ოქროპირი
2020 წელი 24 ოქტომბერი.
თბილისი-ქსნის ხეობა-ახალგორის მისადგომები-სამტრედო-საკულაშო-მიწაბოგირა
პ.ს:
ახლა ვეღარ გავახარებ,
შუღლის ჩამგდებ მტრებს,
არ ჩათვალოთ ვინმეს ვჩაგრავ,
ან ვამცირებ სხვებს.
----
მე ქართველად ყველასა ვთვლი,
ვინც გვიმაგრებს მხრებს,
ჩვენს მიწაზე დაბადებულ,
ეროვნებას ბევრს.
--
ამ მიწისთვის ვინც სიცოცხლეს,
არ დაინანებს,
საქართველოზე მოფიქრალს,
მისთვის თავდამდებს.
----
ჩვენთან ერთად ვადღეგრძელებ
და დავლოცავ ბევრს,
მე სამშობლოს ერთგულ შვილებს,
შევავედრებ ღმერთს.
--'
Laravel
კომენტარი
1