შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

იქნებ ვაზია სამშობლო

იქნებ ვაზია სამშობლო,
რომელ მოგვყვება ოდითგან,
საქართველოსთვის მშრომელის,
სავსე თასი რომ მოგიდგან.

იქნებ ვაზია სამშობლო,
რომელ უფალმა გვიბოძა,
ეჰ, საქართველო, მშობელო,
დედის წოდება გებოძა.

დედავ დიდო და მაღალო,
მარიამისგან რჩეულო,
შენი სიწმინდით აღგვავსე,
სამშობლო, მირონცხებულო.

დიდი ვარსკვლავი ზეცისა,
გამოგზავნილი უფლისა,
მისი აღსავსე მტევანი,
გამორჩეული ფორმისა.

ვაზის სისხლი, მოწითალო,
სუფრის დამამშვენებელი,
ზოგის სიტყვა მოკლე არის,
ზოგისაც კი არის გრძელი.

მასში არის ძალა ღვთისა,
და სიწმინდე თვისი,
დატვირთვა აქვს გვირგვინისა,
სისლისა აქვს ფერი.

სამშობლო ჩვენი, ვაზი ქართული,
ყოფა ცხოვრება ქრისტიანული,
ძალა უფლისა, ხშირად ფარული,
და საქართველო უკვდავ ქცეული.
Laravel

კომენტარი

1
ძალიან კარგია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →