შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პანოპტიკუმი

ბნელი სადგურის კუთხეებში, აქა-იქ მოსჩანს
მოდუდუნეთა ნაფაზებით შეწითლებული
თეთრი ხელები. საწესდებო მისია მორჩა,
საზეიმოა ფიქრი თუმცა დროის ქვაბული
ივსება ნელა შელოცვების მიუხედავად
და მოცახცახე ნიკაპების ჩამოგრძელებულ
ლანდებს მიჰყვება ნაბიჯები, თითქოსდა სამად
გაუყოფელი საუკუნის უღელში შებმულ
აწმყოს მიზანი დაუნდობლად მიაჩანჩალებს
იქ, სადაც საზღვარს გაუმცდარი სულების უმი
სიბეჯითეა, მაგრამ მახვილ გამორჩა თვალებს,
რომ მოსაცდელი დარბაზია პანოპტიკუმი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →