შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყველაფრის მკურნალი დრო

თებერვალს აცვია თეთრი ხალათი
და პალატებში ფეხაკრეფით დაიარება,
როგორც იციან სათნოების დებმა-ქალებმა,
უხმაუროდ რომ არსებობენ და ანათებენ.
თებერვალს აცვია თეთრი ხალათი,
თავს დაგვტრიალებს, გვამშვიდებს და...
ჩვენ ავადა ვართ
შეცდომათაგან და უიღბლო ფათერაკთაგან
და დავიწყების აბებსა ვსვამთ ძალის-ძალათი.
თებერვალს აცვია თეთრი ხალათი,
გვისინჯავს პულსს და შუბლზეც ფრთხილად ხელით გვეხება,
და სურს წაშალოს ჩვენში ქენჯნა თუ დაეჭვება,
და დაგვიტოვოს შვებად რამე - სიტყვა, ბარათი...
თებერვალს აცვია თეთრი ხალათი
და პალატებში ფეხაკრეფით დაიარება..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →