შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ღამის პეპლები არ მოფრინდებიან

ისევ ცხელა და ფანჯრებიც ღიაა,
მაგრამ ამ საღამოს
ღამის პეპლები არ მოფრინდებიან.

არა, არ მოვლენ,
არ იფარფატებენ ნათურის ირგვლივ;
არ იცეკვებენ პეპლები ბოლეროს
არც მათი ჩრდილები არ აცეკვდებიან
ჭერზე და კედლებზე.

წვიმს ახლა გარეთ.
წვიმს აგვისტოს ცხელი დღის ბოლოს:
აწვიმს სოფელს, აწვიმს შარაგზას,
აწვიმს სოფლის სასაფლაოს;
აწვიმს სწორედ დღეს ამოვსებულ საფლავსაც,
და აწვიმს ისე,
თითქოს გარდაცვლილს
ადამიანის ცრემლი დაჰკლებოდეს...

წვიმს ახლა გარეთ,
წვიმს და მაინც ძალიან ცხელა,
ცხელა და ფანჯრებიც ისევ ღიაა,
მაგრამ ამ საღამოს
ღამის პეპლები არ მოფრინდებიან.
არ იფარფატებენ ნათურის ირგვლივ,
არ იცეკვებენ პეპლები ბოლეროს,
არც მათი ჩრდილები არ აცეკვდებიან
ჭერზე და კედლებზე.

ჰო, ამ საღამოს
ღამის პეპლები არ მოფრინდებიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →