შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მიდიხარ ასე უჩვეულოდ ..

თემო ბიწაძე 5 წლის წინ
მიდიხარ ასე უჩვეულოდ- მიჰყვები ხეებს,
მიჰყვები ღმერთს და გზას მიჰყვები-გზა როგორც გირჩევს.
ცარიელ ჯიბეს უიმედოდ მიანდობ ხელებს,
მეტი იმედით მიანდობდი დობერმან პიტჩერს,
ვიჟლსა და ბიგლის, ბასეტ ჰაუნდს, ინგლისურ სეტერს.
მიდიხარ ასე, მიდიხარ და ხვდები, ამრიგად,
რომ გრჩება მხოლოდ ჯანდაბამდე ცამეტი მეტრი,
და ამის ჩათვლით, ამის გარდა და ამის შემდეგ
არ იცი უკვე მერამდენე ლექსი-ხანიგა.
სჯობდა თვალები ამოგევსო ყვითელი მიწით,
მერე ხელები საიმედოდ დაგებანა,
მომკვდარიყავი-კიდეც მოკვდი, ან ვინ იცის.
კაცი მიწაა-საბუდარი ტაიპანის.
ტფუი ეშმაკს, გადააფურთხე სამჯერ!!!
დიდება შენდა უფალო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →