შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლილი

თემო ბიწაძე 5 წლის წინ
მოიზომა რამდენიმე კაბა,
დილიდანვე ქექავს ლილი გარდერობს.
სიყვარულმა გული დაულამბა,
პაემანზე მიდის ლილი, ასე რომ:

შეიბმია მხრებთან კაბის ღილი,
ბაგეს ნაზად გადაუსვა ტუჩსაცხი...
უკვე ბავშვი აღარაა ლილი,
აღარც მორცხვად არ ჩაივლის ქუჩაზე.

ამაყია დილიდანვე ლილი,
რადგან სულში ჩაუსახლდა სინათლე,
შეარჩია მან თავისი გმირი
და სილაღე ამ გმირისთვის მომართა.

გამოეწყო, მოემზადა ლილი,
რადგან ლილი აღარაა ბავში...
შერჩენოდა აღარცერთი ღილი
გვიან ღამით დაბრუნებულს სახლში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →